2019-04-16 09:12:22
საზოგადოებასთან ურთიერთობის მომავალი: 2019 წლის სამი PR ტრენდი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო დღეს უკვე ცალკე მდგომ დარგად ვერ წამოგვიდგენია, რადგან მისი მუშაობის არეალში კომუნიკაციის სხვადასხვა ელემენტი დაემატა.
1. მულტი უნარების ქონა
2019 წელს ნავარაუდევია, რომ პიარ პროფესიონალებმა კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ბევრი როლი უნდა მოირგონ. როგორც ბრენდის ელჩები, ისინი ასევე უნდა ერკვეოდნენ სოციალური მედიაში, მარკეტინგსა და რეკლამაში.
2. კავშირი ინტერნეტ-მესიტყვეებთან
პიარ სპეციალისტებს გავლენიან ადამიანთან უნდა ჰქონდეთ კავშირი, რომლებსაც ინტერნეტ საზოგადოება ენდობა. პიარი ნამდვილად არის შესაფერისი პროფესია იმისათვის, რომ დაუკავშირდეთ და ურთიერთობა ააწყოთ ვირტუალური სამყაროს მთავარ მესიტყვეებთან.
გახსოვდეთ, რომ მათ იდეებს ხალხი ენდობა, რაც თქვენი კომპანიისათვის ასევე კონტაქტის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა სამიზნე აუდიტორიასთან.
2. პიარი, როგორც მედიის სანდო პარტნიორი
იმ პირობებში როცა მედია ინდუსტრია ციფრულ ეპოქაში სრულიად გარდაიქმნა, საინტერესოა, ზუსტად რას უნდა ნიშნავდეს ეს ფაქტი პიარისათვის?
პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ რომ ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტებს ვუზიარებთ, დღეს უფრო მეტად ეყრდნობა ფაქტებს, სტატისტიკასა და ექსპერტთა მოსაზრებებს.
ჟურნალისტები წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები, რადგან რედაქტორები მათგან კონკრეტული შედეგების დადებას ელიან. ამ საქმეში კი პიარი, როგორც სასარგებლო მასალის მიმწოდებელი, გადამწყევტ როლს თამაშობს საინტერესო ისტორიების შექმნაში.

თემურ იკოშვილი