PRoFit Lab - არის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მცირე და საშუალო კომპანიებს სთავაზობს მომგებიან თანამშრომლობას და ზრუნავს მათი ბიზნესის განვითარებაზე
PRoFit Lab -ის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, რომლებიც გამოცდილებისა და ინოვაციების მომგებიანი შერწყმით აღწევენ სასურველ მიზნებს.
PRoFit Lab - მიისწრაფვის გახდეს სანდო რეპუტაციის მქონე საკონსულტაციო კომპანია კლიენტის ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული სერვისების, დაგროვილი გამოცდილებისა და თანამშრომლების პროფესიონალიზმის დახმარებით.
PRoFit Lab - ის მისიაა დაეხმაროს მცირე და საშუალო კომპანიებს გახდნენ მომგებიანი , მოკლე დროში მოიპოვონ ბაზარზე ლიდერის პოზიცია და მიაღწიონ მდგრად განვითარებას.
ინოვაცია:
PRoFit Lab მიისწარფვის ინოვაციური იდეების მოზიდვისაკენ, ღიაა ახალი გამოწვევებისათვის და უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პროგრესის პრაქტიკაში დანერგვას.
პარტნიორობა:
PRoFit Lab ზრუნავს კომპანიის მიმართ დაინტერესებულ პირთა ჯგუფებთან სამართლიანი, გამჭვირვალე და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე.
მდგრადი განვითარება:
PRoFit Lab ცდილობს უზრუნველყოს როგორც კლიენტებისა და სხვადასხვა პარტნიორების,ასევე საკუთარი მდგრადი განვითარება.
PRoFit Lab როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, ცდილობს დააბალანსოს კომპანიის მიმართ ყველა დაინტერესებული მხარის : თანამშრომლების, კლიენტების,პარტნიორების და მთელი საზოგადოების ინტერესები. ასევე ცდილობს შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება და ჩაერთოს გარემოსდაცვის პროექტებში.
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისიწნებით PRoFit Lab-ში შექმნილია ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესი.
PRoFit Lab ცდილობს დააბალანსოს ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნები . ამის მისაღწევად კომპანიაში დანერგილია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა, რომლის ფარგლებში ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პროექტებს და აქტივობებს.
PRoFit Lab - ის მიმართ დაინტერესებული პირების ყველა ჯგუფის მიმართ კომპანიას გააჩნია სამართლიანი თანამშრომლობის პასუხისმგებლობა, რაც ზოგ შემთხვევაში გამოიხატება ვოლუნტარისტული სამუშაოების შეთავაზებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაზე ზრუნვით, ასევე - სხვა აქტივობებით.