PRoFit Lab -ის მიზანია თანამშრომელთა შორის ლოიალობის შექმნა გრძელვადიან პერიოდში და მათი PRoFit Lab-ის ბრენდის ელჩებად ჩამოყალიბება. ამ მიზანს PRoFit Lab თანამშრომლებთან ერთად აღწევს ურთიერთსასარგებლო, პარტნიორული და ნდობაზე დაფუძნებული კორპორატიული კულტურის შექმნით.
PRoFit Lab-ის კორპორაციული კულტურა შეესაბამება ჩვენი კომპანიის მისიას, ხედვას და კორპორაციულ ფასეულობებს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ჩვენი თანამშრომლებია.
ჩვენ გვჯერა, რომ პარტნიორული დამოკიდებულება ჩვენს თანამშრომლებთან და ორგანიზაციაში არსებული გუნდური სულისკვეთება ჩვენი საქმიანობის წარმატების საწინდარია. ამიტომ, სამართლიანი და გამჭვირვალე ურთიერთობების ჩამოყალიბებით, ვქმნით ისეთ სანდო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, რომელშიც თანამშრომლები მოტივირებულები არიან პროფესიულ განვითარებასა და საუკეთესო შედეგების მიღწევაზე.
ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ:
PRoFit Lab მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდა, ცნობისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული ტალანტების მოზიდვაზე.
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენ გუნდს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე : hr@profitlab.ge
განვითარდი ჩვენთან ერთად !
PRoFit Lab -ის კორპორაციული მისიის შესაბამისად, ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ ჩვენი კლიენტების ბიზნესის განვითარებაზე , არამედ ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზეც.
იმისათვის, რომ სტაჟირების პროგრამაში მიიღოთ მონაწილეობა, უნდა იყოთ მოტივირებული, კრეატიული, შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა.
თუ გსურთ გაიაროთ სტაჟირება ჩვენ გუნდში, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე : hr@profitlab.ge
განვითარდი ჩვენთან ერთად !