2019-04-16 09:11:35
რა იქნება ტრენდული ბრენდინგში 2019 წელს

ბრენდინგი არის თემა, რომელზეც რთულია სპეციალისტებს მიუთითო, რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ წინასწარ მუშაობის დროს. თითოეულ ლოგოს, რომელიც კომპანიების მთავარი ბრენდია, სპეციფიკური ისტორია აქვს. ბევრთაგან საუკეთესოების შემთხვევაში კი დრო არაფერს ცვლის. შეიძლება მე-20 საუკუნეში შექმნილი ბრენდი დღესაც მიმზიდველი იყოს და მომავალშიც შეინარჩუნოს თავისი ეფექტურობა.
1. სიფრთხილე ცვლილებებთან
როდესაც მომხარებელი ბრენდისადმი ლოიალური ხდება, კომპანიები ძალიან ყურადღებით უნდა იყვენენ, ვიდრე თუნდაც უმცირეს დეტალს შეცვლიან თავიანთ ბრენდინგში. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ფერი იქნება, წარწერის დახრილობა თუ სხვ.
2019 წლის მთავარი მარკეტინგული ტრენდი მომხმარებლის ნდობის დამსახურებაა. ადამიანები მარტივად დაკარგავენ კომპანიისადმი ნდობას თუ მისი პროდუქტი ხშირად იცვლის ბრენდ სტრატეგიას.
2. დეტალებში ჩაღრმავება
როცა ფართო ხედით შეუძლებელია სრული სურათის დანახვა, უმცირეს დეტალებში უნდა ჩავიხედოთ. ციფრულ სამყაროში კი ასეთი მომენტები ხშირია. გამანკლისი არც 2019 წელი იქნება.
როგორც არასდროს, წელს ისე მნიშვნელოვანია, რომ ხშირად დავფიქრდეთ, როგორ მუშაობს ჩვენი კომპანია, პროდუქტი, მომსახურება? როგორ ავსახოთ ყოველდღიური ცვლილებები საერთო ბრენდინგში? პასუხების შემდეგ კი დავშალოთ და ხელახლა ავაწყოთ შეჩვეული ტაქტიკა ბრენდინგში.
3. უფრო მეტი მიმზიდველობა
ბრენდების მოვალეობა არის მოხმარებლის სურვილების მიხედვით მოქმდება. როდესაც მაღალ ფასს ვადებთ პროდუქტს, მომხმარებელს მაღალი მოლოდინიც უჩნდება. ყველაფერი კი პროდუქტის გარე ვიზუალიდან იწყება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ბრენდინგია უშუალოდ პასუხისმგებელი იმაზე თუ როგორ გავაფორმებთ შეფუთვას. სიჭრელე ხშირად ვერ დაგვეხმარება, რადგან ის თვალს ღლის და შეიძლება ადამიანმა მიზიდვის ნაცვლად, არც კი შეათვალიეროს პროდუქტი.