2019-02-17 22:05:07
ბრენდინგის 2019 წლის 3 მთავარი ტრენდი

ბრენდინგი არის თემა, რომელზეც მუშაობა ყოველთვის საფრთხილოა. თითოეულ ლოგოს, რომელიც კომპანიების მთავარი ბრენდია, სპეციფიკური ისტორია აქვს. ბევრთაგან საუკეთესოების შემთხვევაში კი დრო არაფერს ცვლის. შეიძლება მე-20 საუკუნეში შექმნილი ბრენდი დღესაც მიმზიდველი იყოს და მომავალშიც შეინარჩუნოს თავისი ეფექტურობა.

1. სიფრთხილე ცვლილებებთან

როდესაც მომხმარებელი ბრენდისადმი ლოიალური ხდება, კომპანიები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, ვიდრე თუნდაც უმცირეს დეტალს შეცვლიან თავიანთ ბრენდინგში. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ფერი იქნება, წარწერის დახრილობა თუ სხვ.

2019 წლის მთავარი მარკეტინგული ტრენდი მომხმარებლის ნდობის დამსახურებაა. ადამიანები მარტივად დაკარგავენ კომპანიისადმი ნდობას თუ მისი პროდუქტი ხშირად იცვლის ბრენდ სტრატეგიას.

2. დეტალებში ჩაღრმავება

როცა ფართო ხედით შეუძლებელია სრული სურათის დანახვა, უმცირეს დეტალებში უნდა ჩავიხედოთ. ციფრულ სამყაროში კი ასეთი მომენტები ხშირია. გამანკლისი არც 2019 წელი იქნება.

როგორც არასდროს, წელს ისე მნიშვნელოვანია, რომ ხშირად დავფიქრდეთ, როგორ მუშაობს ჩვენი კომპანია, პროდუქტი, მომსახურება? როგორ ავსახოთ ყოველდღიური ცვლილებები საერთო ბრენდინგში? პასუხების შემდეგ კი დავშალოთ და ხელახლა ავაწყოთ შეჩვეული ტაქტიკა ბრენდინგში.

3. უფრო მეტი მიმზიდველობა

ბრენდების მოვალეობა არის მომხმარებლის სურვილების მიხედვით მოქმდება. როდესაც მაღალ ფასს ვადებთ პროდუქტს, მომხმარებელს მაღალი მოლოდინიც უჩნდება. ყველაფერი კი პროდუქტის გარე ვიზუალიდან იწყება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ბრენდინგია უშუალოდ პასუხისმგებელი იმაზე თუ როგორ გავაფორმებთ შეფუთვას. სიჭრელე ხშირად ვერ დაგვეხმარება, რადგან ის თვალს ღლის და შეიძლება ადამიანმა მიზიდვის ნაცვლად, არც კი შეათვალიეროს პროდუქტი.

ზომიერება იქნება ყველაზე მეტად ტრენდული.

თემურ იკოშვილი

 


ბოლო ბლოგები
ბრენდინგის 2019 წლის 3 მთავარი ტრენდი

2019-02-17 22:05:07

PR -ის 2019 წლის 3 მთავარი ტრენდი

2019-02-12 23:44:50

LinkdIn -ის 2019 წლის 3 მთავარი ტრენდი

2019-02-11 01:37:25

წლების მიხედვით