2019-02-11 01:37:25
LinkdIn -ის 2019 წლის 3 მთავარი ტრენდი

საქართველოში სოციალურ ქსელებს შორის ყველაზე გამოყენებადი არის Facebook და Instagram, თუმცა ვირტუალურ სივრცეში მაინც რჩება მცირე ადგილი სხვა სოციალური ქსელებისთვისაც.

ერთ-ერთი სწრაფად მზარდი საიტი ამ მხრივ LinkdIn - ია, რომელზეც პროფესიული საზოგადოება იკრიბება და საქმიან რჩევებს უზიარებენ ერთმანეთს.

1. როგორც საქმიანი ბრენდი

LinkdIn - ის ფუნქციები ხელს გვიწყობს ჩვენი გამოცდილებისა და განათლების შესახებ ონლაინში დავწეროთ - ერთგვარი რეზიუმე შევადგინოთ, რომელიც დამსაქმებლისათვის მარტივად ხელმისაწვდომი იქნება.

გარდა ამისა, LinkdIn ყველაზე უკეთ გამოხატავს ინდივიდის პროფესიულ მისწრაფებებს და ზრდის მის ღირებულებას. შეგიძლიათ თქვენს გვერდზე დაამატოთ მულტიმედიური მასალა, ფოტოები, ვიდეოები, როგორც კონკრეტული სამუშაო პოზიციის მხარდამჭერად.

თქვენი მიღწევების ტექსტუალურ მასალასთან ერთად ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, ინფორმაცია ასევე ვიდეოდანაც შეიტყოს.

2. როგორც საძიებო სისტემა

LinkdIn - ზე რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი გუგლის საწყის გვერდებზე ხვდება თუ ეს ადამიანი აქტიურად იყენებს თავის გვერდს.

ზოგადად ძიების დროს პირველ გვერდზე მოხვედრა ძნელია, მაგრამ LinkdIn - ს, როგორც ყველაზე ცნობილ პროფესიულ ქსელს ამის შესაძლებლობა გააჩნია.

3. კავშირები, კავშირები, კავშირები...

LinkdIn - ის ძირითადი ტრენდულობა 2019 წელს კავშირების გაძლიერებაში გამოიხატება. ამ სოციალურ ქსელზე ხვდება თავიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები თქვენი ინდუსტრიის შესახებ.

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და გაიცნოთ ბევრი ახალი ადამიანი, დამწყები თუ შემდგარი პროფესიონალი. ისწავლოთ, ასწავლოთ და გაზარდოთ თქვენი გამოცდილება.

ასე რომ ნუღარ დაელოდებით, სულ 30 წუთია საჭირო უფასო რეგისტრაციისათვის, რომლის შემდეგაც დაიწყებთ პროფესიული რეპუტაციის შენებას ონლაინში.

ავტორი: თემურ იკოშვილი

ბოლო ბლოგები
ბრენდინგის 2019 წლის 3 მთავარი ტრენდი

2019-02-17 22:05:07

PR -ის 2019 წლის 3 მთავარი ტრენდი

2019-02-12 23:44:50

LinkdIn -ის 2019 წლის 3 მთავარი ტრენდი

2019-02-11 01:37:25

წლების მიხედვით